Sunday, March 27, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

  გავიხსენეთ ბლოგის დიზაინი, ვისაუბრეთ გარდნერის თეორიის შესახებ, გავეცანით ფასილიტაციის კითხვარს, მივიღეთ დავალებები.

Saturday, March 26, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია.

    ვიმუშავეთ გაზიარებულ დოკუმენტზე, გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარი, გავეცანით საავტორო უფლებს, ბლოგშიც ვიმუშავეთ, მივიღეთ დავალება.  

Saturday, March 19, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

    ვიმუშავეთ ბუკლეტების დამუშავებაზე, ასევე შეფასების დროის ჩარჩოზე.

Sunday, March 13, 2016

მესამე დღის რეფლექსია.


      განვიხილეთ ზოგადი კითხვა, შევადგინეთ თემატური და შინაარსობრივი კითხვები. დავწერეთ ვორდის ფურცელზე და შევინახეთ D დისკზე. შევქმენით პორტფოლიო. გავეცანით სხვათა ნამუშევრებს და გავაკეთეთ კომენტარები. მივიღეთ დავალებები.    კარგააააად.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ქართული გენი არ გადაშენდება



ზოგადი კითხვა:  რა გააღვიძებს ადამიანში ღვთის სიყვარულს?

თემატური კითხვები:  როდის სრულდება საგალობელი?
სად სრულდება საგალობელი?
როგორი სამხმოვანებით იწყება საგალობელი-მაჟორით თუ მინორით? 
ზოგადად რამდენ ხმიანია საგალობელი?
რა ქვია თანხლების გარეშე შესრულებულ ნაწარმოებს?  
ვისი შესრულებით მოგისმენიათ „შენ ხარ ვენახი“?

შინაარსობრივი კითხვები:
 ვინ და როდის დაწერა „შენ ხარ ვენახი“?
სად, რა ვითარებაში შეიქმნა საგალობელი?
ბერად აღკვეცის შემდეგ რა სახელი  უწოდეს დემეტრე I-ს?
რა განსხვავებას ხედავთ დემეტრე I -ის და ზ. ფალიაშვილის მიერ ინტერპრეტირებულ ნაწარმოებს შორის?
რასთან არის გაიგივებული „ვენახი“ და „მორჩი ტევანი?“

ღვთისმშობლის „შენ ხარ ვენახის „  ხატში გამოსახული მტევანი რას აღნიშნავს?     

Saturday, March 12, 2016

მეორე დღის რეფლექსია

წარვადგინე პროექტის მონახაზი და მოკლე შინაარსი, თუმცა სინათლე დიდი ხნით გაითიშა, მაგრამ მაინც საინტერესოდ წარიმართა გაკვეთილი. მოვისმინე ყველა დამსწრე მასწავლებლის პროექტის მოკლე მონახაზი და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება თითოეული მასწავლებლის პროექტი. გაკვეთილის დამთავრებამდე საათნახევრით ადრე მოვიდა სინათლე და გადავედით ხვალის დავალებებზე. ტრენერმა მკაფიოდ ახსნა დავალების არსი, დანაეჩენს იმედია გავართმევ თავს.

Wednesday, March 9, 2016

ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია.

      ვიწყებ მესამე დონის ტრენინგის გავლას საინფორმაციო ტექნოლოგიებში. პირველი დღის შთაბეჭდილებები კარგია. გავეცანი ტრენინგის მიზნებს და საშინაო დავალებაც მივიღე. ვეცდები შევასრულო დავალება.